სვერის სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლის როლი მოირგეს
05-05-2017

სვერის სკოლაში კამპანიის - „ერთი დღე პროფესიაში“ ფარგლებში აქცია „მოსწავლე მასწავლებელი“ ჩატარდა.

სვერის სკოლის მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, ისტორიის, მათემატიკის, ინგლისურის, მსოფლიო კულტურის და მუსიკის საგნებიდან თანაკლასელებსა და სხვა კლასის მოსწავლეებს, საინტერესო თემებზე გაკვეთილები ჩაუტარეს.

მათი თქმით, მასწავლებლობა საინტერესო და ამასთან რთული პროფესიაა და აქციას, რომელიც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, მომავალშიც  სიამოვნებით  შეუერთდებიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203