მანანა რატიანი მასწავლებლებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
14-09-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალური ქსელით პედაგოგებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

„თხოვნა მასწავლებლებს, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ სტატუსზე წარდგენილებს დროულად მიენიჭოთ სტატუსები, გარე დაკვირვება დროულ დავიწყოთ, ახალი მიღებული კადრები დროულად გავანაწილოთ - ზოგი მაძიებლობაში ჩავრთოთ, ზოგს კი სტატუსი მივანიჭოთ. პარალელურად ვაორგანიზებთ ტრენინგებს, განვიხილავთ აპელაციებს, ვამზადებთ პროგრამებს, საგანმანათლებლო რესურსებს. 

თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ ჭირს ცალი ხელით მობილური გეჭიროს და მასწავლებელს პასუხობდე კითხვაზე, ცალით ცხელი ხაზის ზარს აპარატზე, ამავდროულად, ოთახში რამდენიმე მასწავლებელი თავისი კითხვით გელოდებოდეს და ამის პარალელურად კომპიუტერის ეკრანზე ბაზებზე მუშაობდე!

ზარებით პროცესებს ვერ აჩქარებთ, პირიქით, აფერხებთ, რადგან ჩვენ ნაკლები დრო გვრჩება თქვენთვის სასარგებლო საქმე კონცენტრირებულად ვაკეთოთ. 

ყველა ინფორმაციას დროულად გავაშუქებთ და მოგაწვდით, არაფერს დაგიმალავთ, დაგველოდეთ, რომ თქვენთვის სასურველი და დამსახურებული სტატუსები მალე გამოგიჩნდეთ ბაზაში.

განსაკუთრებული მადლობა იმ მასწავლებლებს, დირექტორებს, რესურსცენტრის თანამშრომლებს და ტრენერებს, რომლებიც დაუღალავად მხარში გვიდგანან და მასწავლებლების ნაწილს თავად სცემენ პასუხებს. თქვენი დახმარება ფასდაუდებელია!“,-აღნიშნავს მანანა რატიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203