სააღმზრდელო პროცესი თბილისის 5 საბავშვო ბაღში არ განახლებულა - სააგენტოს განმარტება
16-09-2019

მიმდინარე წლის16 სექტემბერს ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში. დღეიდან მუშაობა განაახლა 175 ბაგა-ბაღმა, ხოლო 5 ბაღში სააღმზრდელო პროცესი ოქტომბრის პირველი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში აცხადებენ, სააღმზრდელო პროცესი მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობის გამო რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება დედაქალაქის 5 ბაღში. ესენია: N12, N144, N126, N200 და N4 ბაღები.

მათივე თქმით, ინდივიდუალური მიმართვის შემთხვევაში ამ ბაღების აღსაზრდელები ახლომდებარე ბაღებში დარეგისტრირდებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203