თბილისის საკრებულოში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული, მეცნიერება) განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემაც მიიღო და განათლების სფეროში განხორციელებულ თუ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
ირინა აბულაძის განცხადებით, სამინისტრომ სკოლამდელი განათლების კომპონენტების გაძლიერება დაიწყო. მისი ცნობით, 2020 წლის მაისში საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგთა სერტიფიცირებისა და ანაზღაურების ზრდის შესახებ გეგმას წარადგენენ.
„სკოლამდელი განათლების ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი პროგრამა და ინსტრუმენტები. ამასთან, ამოქმედდება სახელფასო ანაზღაურების მატების პოლიტიკის გეგმა. აღსანიშნავია ისიც, რომ 9 უნივერსიტეტში ამოქმედდა მასწავლებლის მომზადების პროგრამები“,-აღნიშნა აბულაძემ.
სკოლამდელი განათლების ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებებია: