თეთრიწყაროს N1 სკოლის სპორტულ ესტაფეტაში მრავალფეროვანი აქტივობები იყო წარმოდგენილი
06-05-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლის სპორტულ დარბაზში, მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციის, ნიჭიერ მოსწავლეთა გამოვლენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, მე-3 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით სპორტული ესტაფეტა მოეწყო.

ესტაფეტას სპორტის მასწავლებელი მარიამ გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობდა.

ესტაფეტაში წარმოდგენილი იყო ისეთი მრავალფეროვანი აქტივობები, როგორებიცაა: ზიგზაგისებრი სირბილი სისწრაფეზე, ასკინკილით ბურთის ტარება, გადაწოდება, კალათში ტყორცნა, სწრაფი სიარული და სხვა.

ღონისძიებამ ორგანიზებულად და ხალისიანად ჩაიარა, დამსწრე სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა და მისი ჩატარების მიზნების გაღრმავებისათვის დამატებითი საერთო ინტერესები გააღვივა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203