ახმეტის N1 სკოლის მოსწავლეები ''მხიარული სტარტების'' ფინალში ერთმანეთს ''სკოლის ჩემპიონი კლასის'' ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან
07-05-2017

ახმეტის N1სკოლაში სასკოლო სპორტული ღონისძიება ''მხიარული სტარტები'' ჩატარდა.

სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდნენ. 

ფინალში სამი კლასი გადავიდა. ''სკოლის ჩემპიონი კლასის'' ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში გადასული კლასები ერთმანეთს მაისის თვის მეორე ნახევარში შეეჯიბრებიან.

''მხიარული სტარტების'' მიზანია მოსწავლეთა ფიზიკური განათლებისა და აქტივობის ხელშეწყობა, მასობრივ სპორტში ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შესაბამისი უნარ-ჩვევების დამკვიდრება და განვითარება'' - აღნიშნეს ახმეტის N1 სკოლის მასწავლებლებმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203