სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
05-05-2017

პროექტ ''საზოგადოებრივი პროკურატურის'' აქტივობები სენაკის მუნიციპალიტეტში წარმატებით გრძელდება.  

პროექტის ფარგლებში სენაკის N1 სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქცია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო.

''აქცია ნაყოფიერი და მადლიანი აღმოჩნდა მონაწილეთათვის მამა ავგუსტინეს ლოცვა-კურთხევით, მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ გიორგობას'' - აღნიშნა სენაკის N1 სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა მამუკა კუჭავამ.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203