არლის სკოლის მოსწავლეები მასწავლებლის როლში
08-05-2017
არლის სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კამპანიას ''ერთი დღე პროფესიაში'' შეუერთდა.

კამპანია მოიცავს ისეთ აქტივობას, როგორიცაა  აქცია  - ''მოსწავლე მასწავლებელი''.

მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა კლასებში სასურველ საგნებში გაკვეთილები ჩაატარეს.

XI კლასის მოსწავლე გიორგი ვარდიძემ თავის თანაკლასელებს ქართულ ლიტერატურაში ჩაუტარა გაკვეთილი (პედაგოგი მაია ბერიძე). გაკვეთილის თემა ვაჟა ფშაველას სტუმარ -მასპინძელი იყო.

XII კლასის მოსწავლე ნათია ფეიქრიშვილმა მეცხრე კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილი (პედაგოგი ეთერ კაჭკაჭაშვილი) ჩაატარა თემაზე: ''ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპიულარიზაცია''.

XII კლასის მოსწავლე იზო აფრიამაშვილმა მეშვიდე კლასის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი (პედაგოგი ცირა ვარდიძე) ჩაუტარა  თემაზე ''პარალელური წრფეები''.

''მოსწავლე მასწავლებლების'' თქმით, გაკვეთილები სიამოვნებით ჩაატარეს. ''საინტერესო და შრომატევადი იყო როგორც გაკვეთილის მომზადების პროცესი, ასევე უშუალოდ მოსწავლეებთან, ჩვენს თანატოლებთან გაკვეთილის ჩატარება. დავრწმუნდით, რომ მასწავლებლის პროფესია საკმაოდ რთულია, თუმცა სირთულესთან ერთად, ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა'' - აღნიშეს მოსწავლეებმა.

განათლებისა და მეცნიერების სამისტროს აქციის ''მოსწავლე მასწავლებლის'' მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203