„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კანდიდატების შერჩევა იწყება
18-09-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კანდიდატთა შერჩევას იწყებს. 

ვაკანსია კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თანაშემწის პოზიციაზე გამოცხადდა (სამუშაო აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში).

შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: (იხილეთ დანართი)

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციებისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ CV გააგზავნონ  ელ-ფოსტაზე: hr@tpdc.ge 23 სექტემბრის ჩათვლით.

სავალდებულოა, მეილის სათაურის ველში მითითებულ იქნას სასურველი ქალაქი/რაიონი და სკოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები არ განიხილება.

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
საკონტაქტო ტელეფონი: +995 32 2200 220 (4906)

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203