სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნა''-ში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
08-05-2017

სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნა''-ში  2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. 

რეგისტრაცია 1 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.

მოსწავლის დასარეგისტრირებლად გადადით მითითებულ ბმულზე: პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნაში''.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას'' შემდეგ ნომრებზე დაუკავშირდით: (032) 265 12 40; (032) 265 12 38;  +995 577 78 00 77.

სკოლა-ლიცეუმი შ.პ.ს. ''ცოდნა'' 1995 წელს დაფუძნდა. იგი აქტიურადაა ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველა პროექტში. სკოლა-ლიცეუმი მუდმივად ზრუნავს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე, უზრუნველყოფს მაღალი სასწავლო გარემოს შექმნას. 

სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნას''კურსდამთავრებულთა 96% წარმატებით აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

სკოლის მიღწევები: მოსწავლეთა წარმატებები სწავლაში, სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებში, მოსწავლეთა სკოლაში ყოფნის სურვილი, მათი ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში, უსაფრთხო გარემო, პედაგოგთა მოზიდვა-შენარჩუნება, ჯანსაღი კონკურენცია.

დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლების პარალელურად შემოღებულია:

სოციალური და ზოგადი უნარების სწავლება, ლოგიკა;

სამეჯლისო და ქართული ცეკვის გაკვეთილები; ჭადრაკის გაკვეთილები; I კლასიდან ისწავლება ინგლისური ენა და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ხატვის წრე; თეოლოგია

სკოლას გააჩნია კომფორტული ბუფეტი.

თემის გამოკითხვის შედეგად, სკოლა-ლიცეუმი ''ცოდნა'' მაღალრეიტინგულია ახლომდებარე სკოლებს შორის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203