„რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს“ - მარიამ ჯაში
18-09-2019

„რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს“- აღნიშნულის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარული სხდომის დროს განაცხადა, სადაც განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები გლობალური მასშტაბის მაგალითი გახდება.

„სულ რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას და ათასობით დამსახურებულ პედაგოგს ჩვენ ღირსეულად გავაცილებთ სისტემიდან. საპენსიო რეფორმა, რომელსაც განათლების სისტემაში ვახორციელებთ, არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება წარმატებული, არამედ გახდება მაგალითი, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე უფრო გლობალური მასშტაბით“, - განაცხადა ჯაშმა.

იხილეთ ასევე: „ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი

რა გაანგარიშებით არის დათვლილი მასწავლებლის გაზრდილი ხელფასი - განათლების სამინისტროს განმარტება

მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203