მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა და მასწავლებელთა კონკურსის შედეგები შეჯამდა.
მასწავლებლის სახლის ცნობით, მას შემდეგ, რაც სისტემა 6 100-მდე საპენსიო ასაკის მქონე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დატოვა, 4 000-ზე მეტ ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდა.
„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამინისტროსთან შეთანხმებით ამ პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება ითავა. სპეციალურად შეიქმნა შტაბი, რომელიც ცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ქალაქებსა და სოფლებში ისინი გასაუბრებებს კომისიის წევრის სტატუსით ესწრებოდნენ“,-აცხადებენ მასწავლებლის სახლში.