ნამაშევის სკოლის მოსწავლემ თანაკლასელებს გაკვეთილი ჩაუტარა
08-05-2017

ნამაშევის სკოლა აქტიურად გამოეხმაურა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით 3 მაისს სკოლებში დაგეგმილ აქციას ''მოსწავლე მასწავლებელი''.

სკოლის დირექტორის მინდია გველებიანისა და მათემატიკის მასწავლებლის შორენა მოსინავას ხელშეწყობით XII კლასის მოსწავლემ თამუნა გველესიანმა თანაკლასელებს ჩაუტარა გაკვეთილი თემაზე - ''წრეწირი. წრე''.

მოსწავლემ  სცადა მოერგო მასწავლებლის როლი. 


მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილმა  დადებითი შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203