„​CAT-ის გამოცდები სასწავლო გეგმის ანტიეროვნული იყო, ეროვნულ გამოცდებში კი არის ნიუანსები, რომლებიც უნდა შეიცვალოს“ - მარიამ ჩიქობავა 
19-09-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინსიტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ ჩიქობავას განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებების შეტანაა საჭირო.

ამის შესახებ მარიამ ჩიქობავამ „პირველ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ სკოლის საატესტატო გამოცდები ეროვნულ სასწავლო სქემას არ შეესაბამებოდა და სასიხარულოა, რომ გაუქმდა.

„ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მიუხედავდ იმისა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვათანხმებთ, არის მაინც გარკვეული ნიუანსები, რაც ნამდვილად საჭიროებს ცვლილებას და ორიენტირებას. ამ კუთხით ნამდვილად არ ვგრძნობთ კმაყოფილებას. სკოლის საატესტატო გამოცდები კი ეროვნულ სასწავლო სქემას არ შეესაბამებოდა და სასიხარულოა, რომ გაუქმდა. CAT-ის გამოცდები შეიძლება ითქვას, სასწავლო გეგმის ანტიეროვნული იყო“, - აღნიშნა ჩიქობავამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203