ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული ბანაკის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
19-09-2019

ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებისა“ და „სტუდენტური პარლამენტის“ ინიციატივით, საქართველოს სხვდასხვა წერტილში ახალგაზრდული ბანაკები მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის კულტურულ და რელიგიურ ღირსშესანიშნაობებს 1000 მოსწავლე-ახლაგაზრდა ესტუმრა და დაათვალიერა. 

ბანაკის დასკვნითი ღონისძიებას, რომელიც ახალციხის ულამაზეს ციხეზე გაიმართა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ასევე რეგიონის კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ხაშურის მაჟორიტარი-დეპუტატი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მოწვეული სტუმრის სტატუსით ასევე მონაწილეობდნენ მსახიობი, ტელეწამყვანი და მოცეკვავე რუსკა ქარქაშაძე, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „ზარზმა“, მომღერალი და მსახიობი ლიზა შენგელია, მოცეკვავეები- სალომე და მარიამ ფროდიაშვილები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203