''მასწავლებლის ხელით წამოკვრით ხსენება არ შეიძლება'' - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
08-05-2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტოქ-შოუ "ჰეშთეგში'' მასწავლებლის პროფესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, მასწავლებლის ხელით წამოკვრით ხსენება არ შეიძლება:

''მთავარია, მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული გავხადოთ. მასწავლებლის ხელით წამოკვრით ხსენება არ შეიძლება. მასწავლებელი არის ძალიან ფუნდამენტური როლი საზოგადოებაში. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ რა პრობლემებიც არ უნდა იყოს, დროებითია. მასწავლებელი არის გადამწყვეტი. ვინც მასწავლებელს პატივს არ სცემს ან ვერ სცემს, არც ერთ ქვეყანას არ გაუხარია'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.  

მინისტრის თქმით, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და პრესტიჟულობას მედიამ უნდა შეუწყოს ხელი:

''სამწუხაროდ, მასწავლებელი ახალ ამბებში მხოლოდ მაშინ ხვდება, როდესაც რაღაცას დააშავებს. ათასობით მასწავლებელი ყოველდღიურად საოცრად კარგ გაკვეთილებს ატარებს. ეს კი ნაკლებად ხვდება მედიაში. მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობას მედიამ უნდა შეუწყოს ხელი'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203