მასწავლებლების დასაქმების ვებ-გვერდზე კონკურსის განთავსების ვადები განისაზღვრა
21-09-2019
ინტერნეტ სივრცეში არსებულ დასაქმების ვებ-გვერდზე - teacherjobs.ge კონკურსის განთავსების ვადების განსაზღვრის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ბრძანება გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით, აღნიშნულ ვებ-გვერდზე კონკურსის განთავსების ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დასაქმების ვებ-გვერდს - teacherjobs.ge  ახალი ბლოკი „მასწავლებლობის მაძიებელი“ დაემატა.

„მასწავლებლობის მსურველს აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს აღნიშნულ პლატფორმაზე და მონიშნოს მისთვის სასურველი სკოლა/სკოლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სკოლა ვალდებულია, ვებ-გვერდზე განათავსოს ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ“, - ნათქვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203