მთავრობის დადგენილებით, არაფორმალური განათლების აღიარების საფასური განისაზღვრა 
24-09-2019

მთავრობის დადგენილებით, არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების საფასური დამტკიცდა. საფასური 500 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

საფასურის ოდენობა მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს.

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების მიზანს წარმოადგენს არაფორმალური განათლების აღიარების მსურველი პირისთვის ფორმალური განათლების მიღმა მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება და შესაბამისი დოკუმენტის გაცემა.

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ამ დადგენილებით გათვალისწინებული არაფორმალური განათლების აღიარების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა არაუგვიანეს 2020 წლის 1-ლი ივლისის ჩათვლით დაევალა.

დადგენილება დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203