თელავის N4 სკოლაში გამართული ღონისძიება ფლეშმობით გაიხსნა
09-05-2017
თელავის  N4 სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ფლეშმობით გაიხსნა.

ფლეშმობით დაწყებული ღონისძიება სააქტო დარბაზში გაგრძელდა, სადაც დაწყებითი კლასების ბავშვებმა ამ ღირშესანიშნავ დღეს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.


შემდეგ კი ღონისძიება უფროსკლასელებმა და ქართული ენის პედაგოგებმა გააგრძელეს. 

ღონისძიებას მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203