სკოლა''მზექა''-ს მეცხრე კლასის მოსწავლეს, მარიამ მელიქიძეს, საუკეთესო პრეზენტაციისთვის საჩუქარი გადაეცა
09-05-2017

ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელობით, რაბათის ციხის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა ახალციხის რაიონის სკოლებს შორის კონფერენცია-კონკურსი თემაზე -''საქართველოს ისტორია და მესხეთ-ჯავახეთი''.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეებმა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ისტორიულ თემატიკაზე დამუშავებული თემები წარუდგინეს. 

საუკეთესო პრეზენტატორები ქალაქის მერიამ და საკრებულომ დააჯილდოვა.

მათ შორის შ.პ.ს. ''ხერხემი''დამოუკიდებელი სკოლა ''მზექა''-ს მეცხრე კლასის მოსწავლე - მარიამ მელიქიძე, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა სამცხის მმართველ საგვარეულოს წარმომადგენლის, ბექა I ჯაყელის მმართველობის პერიოდზე (XIII-XIV სს-ში). 

მარიამ მელიქიძე ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203