ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრა გაიმართა
25-09-2019
ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თუ როგორ შეინარჩუნეს ქართული ენა მრავალი ასეული წლის განმავლობაში უცხო მიწაზე, როგორ გადასცეს თაობიდან თაობას დიდი სიყვარულით ქართული და დღემდე აგრძელებენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე, ახალციხის საკრებულოს თავჯდომარე და სხვა მიწვეული სტუმრები.