თეთრიწყაროს N1 სკოლაში ჩატარებულმა აქციამ - ''მოსწავლე-მასწავლებელი'' ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა
09-05-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში ჩატარდა სკოლებში კამპანიის „ერთი დღე პროფესიაში“, ფარგლებში დაგეგმილი აქცია „მოსწავლე-მასწავლებელი“. 

აქციის ერთ-ერთი აქტივობა იყო მეოთხე კლასში დაგეგმილი გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: მ. ელიოზიშვილის ''საკუთარ ბუდეში დატყვევებულნი''.

გაკვეთილი ჩაატარა მე-12კლასის მოსწავლემ ანა კობახიძემ. 

მას ზოგადი გეგმის შედგენაში დაეხმარა მეოთხე კლასის მასწავლებელი ციალა აფციაური.

გაკვეთილს აკვირდებოდნენ დირექციისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წარმომადგენლები. 

გაკვეთილი წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით წარიმართა. „მასწავლებელმა“ გამომეტყველებით, პაუზებით წაუკითხა მოთხრობა „საკუთარ ბუდეში დატყვევებულნი“. დაუსვა ტექსტის გასააზრებელი შეკითხვები. 

შემდეგ თავად მოსწავლეებს წააკითხა მონაკვეთებად დაყოფილი ტექსტი. მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ახსნეს უცხო სიტყვების მნიშვნელობა, შეადგინეს ასოციაციური რუკა, გამოიყენეს ვენის დიაგრამა, გამოთქვეს ვარაუდები, მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები, შეაფასეს ჩატარებული გაკვეთილი, დააფიქსირეს საკუთარი აზრი.

გაკვეთილმა მეტად ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203