წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისთვის ჩატარდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ვორკშოპი - „კრიტიკული პედაგოგიკა - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება“.ვორკშოპს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კონსულტანტი ირინე ჯორჯაძე.
ვორკშოპის ხანგრძლივობა 3 დღე, დღეში 2 საათი - 1, 2 და 3 ოქტომბერი.
ვორკშოპის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნობიან კრიტიკული პედაგოგიკის თეორიულ საფუძვლებს, მის მეთოდურ მოდელებს.ვიზუალური კულტურის კრიტიკული ხედვის სწავლების თავისებურებებს. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ სხვა სამუშაო შეხვედრებსა და აქტივობებს.
0,5 კრედიტქულა მიენიჭება ვორკშოპში მონაწილე პრაქტიკოს მასწვლებელს. კრედიტის მისაღებად მასწავლებელი უნდა დაესწროს 3 მსგავს შეხვედრას.1 კრედიტქულა მიენიჭება მასწავლებელს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს და გაუძღვება მინიმუმ 3 სამუშაო შეხვედრას.შეხვედრები უნდა ჩატარდეს ვორკშოპის გავლის შემდეგ, ვორკშოპის თემატიკის მიხედვით.
ორგანიზატორი მასწავლებლის მიერ შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
- 3 სამუშაო შეხვედრის გეგმა (მიზნისა და თემატიკის/საკითხების მითითებით);
- დასწრების ფურცელი თითოეული შეხვედრისათვის, ჩატარების თარიღის/დროისა და მონაწილეთა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
რეგისტრაციისთვის იხილეთ
ბმული.