ფშავლის სკოლის XII კლასის მოსწავლე შორენა წიქარაძემ ერთი დღით მათემატიკის მასწავლებლის როლი შეითავსა
09-05-2017

ფშავლის სკოლაში კამპანიის ფარგლებში ''ერთი დღე პროფესიაში'' აქცია ''მოსწავლე-მასწავლებელი'' გაიმართა.

XII კლასის მოსწავლე შორენა წიქარაძემ ერთი დღით მასწავლებლის როლი შეითავსა. მან VIII კლასის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ჩაუტარა. 

''ძალიან უჩვეულო და საინტერესო გაკვეთილი ჩაგვიტარა შორენამ. ყველანი ხალისით ჩავერთეთ. დრო ისე გავიდა და ზარი ისე დაირეკა, რომ ვერც გავიგეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ'' - აღნიშნეს მერვეკლასელებმა.

გაკვეთილის ორგანიზებაში შორენას სკოლის დირექცია, კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებლები დაეხმარნენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქციის ''მოსწავლე-მასწავლებლის'' მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203