''ერთი დღე პროფესიაში'' - ასპინძის სკოლის ერთი უჩვეულო დღე
11-05-2017
ასპინძის სკოლაში აქცია - ''ერთი დღე პროფესიაში'' ჩატარდა. 

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, სკოლაში უჩვეულო ფუსფუსი იყო:

''ჩვენს სკოლაში უჩვეულო ფუსფუსი იყო. სკოლას ხელმძღვანელობდნენ წინასწარ შერჩეული მოსწავლე-დირექტორი XII კლასის მოსწავლე შოთა იველაშვილი და მოსწავლე - სასწავლო ნაწილის გამგე XII კლასის მოსწავლე რატი ზედგინიძე.  საგნის მასწავლებლების ხელშეწყობით დაიგეგმა 8 საგანში გაკვეთილები, რომლებიც ჩაატარეს მოსწავლე- პედაგოგებმა. გაკვეთილების მსვლელობას აკვირდებოდნენ მოსწავლე- დირექტორი და მოსწავლე სასწავლო ნაწილის გამგე. სკოლაში დისციპლინაზე პასუხისმგებლები იყვნენ მოსწავლე-მანდატურები და მორიგე მოსწავლე-მასწავლებლები. გაკვეთილებმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა.''  

დღის ბოლოს აქციის შეჯამებისას სკოლის დირექტორმა კლარა ზედგინიძემ და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მასწავლებელმა მთვარისა ზედგინიძემ მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203