რამდენი ლარით გაეზარდათ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ხელფასები?
1-ლი ოქტომბრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.რესურსცენტრის უფროსის ხელფასი 250 ლარით გაიზრდა და 1 450 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება თანამშრომლებს:
- მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასმა 200 ლარით მოიმატა და 1000 ლარი გახდა;
- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 150 ლარით გაიზარდა და 950 ლარი გახდა;
- 150 ლარით მოემატა ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდა.