მარტვილის N2 საბავშვო ბაღში 22 აღსაზრდელი მოიწამლა - ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
01-10-2019

მარტვილის N2 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. აღნიშნულის მიზეზი გუშინ 22 აღსაზრდელის ინტოქსიკაცია გახდა.

როგორც ბაღის წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის ყველა აღსაზრდელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბაღმა კი ფუნქციონირება ლაბორატორიული სინჯების პასუხების გაგებამდე შეწყვიტა.

„დილით დავუკავშირდით ბავშვების მშობლებს და ყველა ბავშვი თავს კარგად გრძნობს. სულ 22 აღსაზრდელი იყო, რომელმაც სტაციონარს მიმართა. ეს იყო სხვადასხვა ჯგუფის ბავშვები, სულ 4 სააღმზრდელო ჯგუფი გვაქვს. ყველა ბავშვი საღამოს 8 საათისთვის სტაციონარიდან გაწერილი იყო. ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით, სანამ ლაბორატორიული კვლევის შედეგები არ იქნება, როგორც წყალზე ისე პროდუქტებზე. აიღეს წყლის, კერძისა და სხვა პროდუქტების სინჯებიც გაგზავნილია ლაბორატორიებში და 3 დღეში ველოდებით პასუხს. მანამდე ბაღი არ იფუნქციონირებს. დღესაც ბაღში ჯანდაცვის წარმომადგენლები იმყოფებიან“, - გვითხრა ბაღის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203