თეთრიწყაროს N1 სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი სპორტში ჩატარდა
10-05-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში მეორე კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი სპორტში.

შეჯიბრი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

აღნიშნული აქტივობა ჩატარდა სპორტის მასწავლებლის მარიამ გაჩეჩილაძისა და კლასის დამრიგებლის მაია ოქროპირიძის ინიციატივით. 

კლასი პირობითად გაიყო ორ ნაწილად და დასმულ შეკითხვებს მოსწავლეები ზეპირად პასუხობდნენ და ქულები იწერებოდა პასუხის დროის გათვალისწინებით. 

შეკითხვები ეხებოდა ჯანსაღი ცხოვრებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას, ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს და სპორტის სხვა სახეობებს.

მოსწავლეები იყვნენ ხალისიანები და აქტიურად ჩართულები. გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი. 

მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კიდევ ჩატარდეს მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203