ქვემო აკეთის სკოლაში წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გამართეს
10-05-2017

წყლის რესურსების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქვემო აკეთის სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს. 

''ჩვენს სკოლასთან ახლოს არის მდინარე, რომლის ნაპირებიც სავსეა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. აქციის ფარგლებში მთლიანად დავასუფთავეთ მდინარის სანაპირო ზოლი. გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის ვალია'' -  აღნიშნეს მოსწავლეებმა.

დასუფთავების პროცესს ხელმძღვანელობნენ რუსულის მასწავლებელი ამბერკი მორჩილაძე და გეოგრაფიის მასწავლებელი მაია აბაშიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203