დიდი სმადის სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს საინტერესო კითხვები დაუსვეს
10-05-2017

დიდი სმადის სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - ''ოჰ, ეს საოცარი ყვავილები''.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს V-VI  კლასის მოსწავლეებმა. 

მათ მოიძიეს ინფორმაცია ბუნებაში გავრცელებული მინდვრის ყვავილების შესახებ და ისაუბრეს მათი გარეგანი სახის, ბიოლოგიური თავისებურებებისა და მართებული სახელწოდებების შესახებ.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ღონისძიებაში, წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაცია და ერთმანეთს საინტერესო კითხვები დაუსვეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო პედაგოგი მაყვალა შათირიშვილი​.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203