ახალციხის N2 სკოლის მოსწავლეებმა გასვლითი ექსკურსია გაკვეთილით ისტორიის შესახებ ცოდნა განიმტკიცეს
10-05-2017

ახალციხის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ახალციხის N2 სკოლის IX კლასის მოსწავლეებს „ახალციხის ციხეზე“ გასვლითი გაკვეთილი-ექსკურსია ჩაუტარდათ.

მათ  საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნა განიმტკიცეს მუზეუმის გიდების და მუზეუმში   წარმოდგენილი ექსპონატების მეშვეობით.


მოსწავლეებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურიც შეხვდა.

აღნიშნული გაკვეთლის შემდეგ დაიგეგმა კონფერენცია ''საქართველოს ისტორია და სამცხე- ჯავახეთი''. 

როგორც სკოლის წარმომადგელები აღნიშნავენ, სკოლიდან წარმოდგენილი იყო ორი თემა:

''ჩვენი სკოლიდან  წარდგენილი იყო ორი თემა. მომხსენებლები იყვნენ: გ.ჯვარიძე და მ.აფციაური. კონფერენციის შემდეგ გამგეობის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წამახალისებელი საჩუქრები გადასცეს. მადლობას ვუხდით რესურსცენტრის ხელმძღვანელობას, გამგეობას, მოსწავლეებს ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი ღონისძიებისათვის.''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203