2020 წელს 50 ახალი საბავშვო ბაღი და 50-ზე მეტი საჯარო სკოლა აშენდება - რა გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 
02-10-2019

განათლების ინფრასტრუქტურისთვის  2020 წლის ბიუჯეტში 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ თანხას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფს.  

როგორც ინფრასქტურქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომავალ წელს 50-ზე მეტი საჯარო სკოლისა და 50 საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.

„მნიშნელოვანი პროექტი არის განათლების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით 2020 წელს ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი ორმაგდება და ეს არის 150 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება 50-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობას, 19 სკოლის სრულ რეაბილიტაციას, ამასთან 70-ზე მეტი სკოლაში მშნებელობა და რეკონსტრუქცია დაიწყება.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, წელს მუნიციპალიტეტებიც იყვნენ უზრუნველყოფილნი 40 მილიონი ლარის რესურსით, რომლითაც მათ 600-ზე მეტი სკოლაში მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ეს პროცესიც მომავალ წელს გაგრძელდება.

ასევე, 2020 წელს მოხერხდება 50 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეს იქნება ჩვენი სამინისტროს წვლილი საგანმანათლებლო სექტორში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მასწავლებლების და სხვა დასაქმებულების ხელფასები საშუალოდ 100 ლარით იზრდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203