2020 წელს ძიძების სერტიფიცირება დაიწყება და პროფესიული სტანდარტები შემუშავდება
04-10-2019

მთავრობა ძიძების პროფესიული სტანდარტების შემუშავებას იწყებს. აღნიშნული დებულება მზად 2020 წლის პირველი მარტისთვის  უნდა იყოს.

„ბავშვთა უფლებათა კოდესის“ მიხედვით, ბავშვის მომვლელისთვის (ძიძისთვის) სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. ამასთან, ბავშვის მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა, სოციალური მუშაკისგან ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერთიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძლებს განსაზღვრავს დებულება  „ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში  დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. აღნიშნული დებულება 2020 წლის 1 მარტამდე შემუშავებული და დამტკიცებული უნდა იყოს.

რაც შეეხება ძიძების სერტიფიცირების პროცესის ორგანიზებას, „ბავშვთა უფლებათა კოდექსის მიხედვით, აღნიშნულზე პასუხისმგებელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203