გორში საჯარო სკოლა გაქურდეს - წაღებულია 7 კომპიუტერი
04-10-2019

გორის მუნიციპალიტეტის ფხვენისის საჯარო სკოლაში კომპიუტერები მოიპარეს. როგორც სკოლის წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში იყო ჩართული“ და დამატებით ახალი ნოუთბუქები მიიღო. სკოლიდან სწორედ ეს კომპიუტერებია წაღებული.

„ჩვენი სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში არის ჩართული. რის გამოც 6 ახალი ნოუთბუქი მოგვიტანეს. ქურდმა სწორედ ეს კომპიუტერები მოიპარა, რომელიც გახსნილიც კი არ იყო. ასევე მოპარულია მოსწავლის კომპიუტერიც, რომელიც ასევე შეფუთული იყო. სხვა არაფერი არ არის წაღებული. არც კომპიუტერებისთვის და არც პროექტორებისთვის, რომელიც სკოლაშია, ხელი არ მოუკიდიათ. არც სხვა ინვენტარია დაზიანებული“, - განცხადა სკოლის წარმომადგენელმა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203