2019 წლის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა - ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურ კონკურსს ატარებს.კონკურსი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ტარდება.
2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:
· 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი;
· 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი;
· 2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი.
თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.კონკურსში მონაწილეობისთვის მოცემულ აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. ასევე, თუ მონაწილეს წარმოდგენილი არ ექნება საკონკურსო ვიდეო, მისი კანდიდატურა არ განიხილება.
რეგისტრაციის ვადა: 23 სექტემბერი 2019 – 7 ოქტომბერი 2019
კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.