რამაზ ჯავახიშვილი - თბილისის N61 სკოლის მოსწავლე ორი კონკურსის გამარჯვებული გახდა
10-05-2017

თბილისის N61 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე რამაზ ჯავახიშვილმა ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურსში გაიმარჯვა. 

იგი სან-დიეგოს უნივერსიტეტის 50%-იანი გრანტით დაჯილდოვდა. 

კონკურსი ათასწლეულის ინოვაციების ფონდმა ჩაატარა ამერიკის საელჩოსა და მილენიუმის კორპორაციის ორგანიზებით. 

''ედისონის ლიგა'' - კიდევ ერთი კონკურსია, რომელშიც რამაზ ჯავახიშვილმა წარმატებას მიაღწია. მისი გუნდი 68 გუნდს შორის პირველ ადგილზე გავიდა. 

კონკურსი თავისუფალმა უნივერსიტეტმა ჩაატარა საინჟინრო ფაკულტეტებით დაინტერესებული აბიტურიენტებისათვის. ''ედისონის ლიგა'' 3 ეტაპად მიმდინარეობდა და მასში 204 აბიტურიენტი მონაწილეობდა. II ეტაპზე 33 გუნდი გადავიდა, ფინალში კი - 13. პირველ ადგილზე გასულ გუნდს 15 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადაეცა.

კონკურსში ტექსტური სქემის აწყობის რეკორდი მოიხსნა (4,3 წთ.).

''რამაზს ვულოცავთ ამ დიდი წარმატებებს. იგი ძალიან ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეა. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს სკოლას'' - აღნიშნეს სკოლის მასწავლებლებმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203