სპეცმასწავლებლებისთვის რეგიონული სასწავლო ტური გაიმართება
04-10-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 3-დან 9 ნოემბრის ჩათვლით რეგიონებიდან ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს უმასპინძლებს.

სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 8 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ 9 სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან.

თუ ხართ დასაქმებული რეგიონის სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • CV (მიუთითოთ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი ჩამონათვალი (მხოლოდ ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით) (შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება ტრენინგის სერტიფიკატს)
  • სამოტივაციო წერილი;
  • აუცილებელი პირობაა რომ გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით. ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203