წელს მანდატურის სამსახური დამატებით 130 სკოლაში იქნება წარმოდგენილი
05-10-2019
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ ახლადდანიშნული მანდატურები მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წილკანის სკოლა ერთ-ერთია იმ 20 ახალ საჯარო სკოლას შორის, სადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მანდატურის სამსახური იქნება წარმოდგენილი.

სექტემბერში მანდატურები უკვე შევიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლაში. წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, კიდევ 28 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

ახლადდანიშნული მანდატურები კონკურსის წესით შეირჩნენ. უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, მათ შსს-ს აკადემიაში 2 თვიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს.

მიმდინარე რეფორმისა და გაფართოების გეგმის თანახმად, სულ, 2019 წლის განმავლობაში, მანდატურის სამსახური 130 ახალ საჯარო სკოლაში შედის.

მომავალ წელს მანდატურები, საქართველოს მასშტაბით, დამატებით, ამავე რაოდენობის სკოლაში იქნებიან წარმოდგენილნი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203