საყუნეთის სკოლაში მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანზე საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაცია ჩაატარეს
11-05-2017
საყუნეთის სკოლის მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. 

პრეზენტაცია მოსწავლეებმა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წარმოადგინეს. 

მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა სახვითი ხელოვნების პედაგოგი ეთერი ხაჩიძე.

აღნიშნული აქტივობით კმაყოფილები დარჩნენ პრეზენტაციაზე დამსწრეები. მათ აღნიშნეს, რომ მოსწავლეები კარგად მომზადებულები იყვნენ და მოძიებული ინფორმაციაც საინტერესო და ამომწურავი იყო. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203