იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი იქნება
08-10-2019

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი იქნება.

გადაწყვეტილება მრჩეველთა კომისიის რეკომენდაციით მიიღეს, რომელიც შვეიცარიაში ივნისში შეიკრიბა.

იუნესკო მსოფლიო წიგნის დედაქალაქს 2001 წლიდან ასახელებს. პროგრამის მიხედვით, მასპინძელი ქალაქის მიზანია ხელი შეუწყოს კითხვის პოპულარიზაციას ყველა სოციალური ფენისთვის. 

თბილისში ღონისძიებები 2021 წლის 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს დაიწყება.

როგორც იუნსესკოს-ს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, პროგრამა მოიცავს ბიბლიოთეკების და წიგნის ფესტივალების მოწყობას, ციფრულ პროექტს, რომელიც წიგნებს თამაშებად აქცევს. პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება პირველი ქართული საგამომცემლო სახლის აღდგენა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203