ახალციხის N5 სკოლის პირველკლასელები ''დედაენას'' დაემშვიდობნენ
12-05-2017

კიდევ ერთი ლამაზი, შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე ახალციხის N5 სკოლის Iკლასისა და მასწავლებლის - ხათუნა ბალახაშვილისათვის.

დღე, როდესაც ზეიმით დაემშვიდობნენ პირველკლასელები ''დედაენას''. დღე, რომელიც მუდამ ლამაზ მოგონებად დარჩება მათ მეხსიერებაში. დღე, სავსე უამრავი ლექსით, ცეკვით, სიმღერითა და ხატოვანი გამონათქვამით, სითბოთი და სიყვარულით. 

ქართველისათვის ''დედაენა'' ხომ უპირველესია მთელ წიგნთა ყვავილეთში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია. ბედნიერები და სათუთები, ფაქიზები და თამამები, სიხარულით გაბრწყინებული თვალებით იყვნენ პატარები თავიანთ ნამდვილ დღესასწაულზე მასწავლებელთან, მშობლებთან და სკოლის დირექციასთან ერთად.

ავტორი: ფიზიკის მასწავლებელი მაია თათეშვილი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203