უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავენ იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების დასახმარებლად, ვინც კომპეტენცია დაადასტურა, მაგრამ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად რამდენიმე კრედიტქულა დააკლდა.
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან განაცხადა.
„ვფიქრობთ, ვდარდობთ, განვიცდით პრაქტიკოსი მასწავლებლების გამო. ვმუშაობთ საკითხზე, თუ როგორ შევძლებთ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით. უახლოეს დღეებში ყველაფერს მოგახსენებთ“, - განმარტა ბერიკა შუკაკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ რამდენიმე დღის etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად, ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის არასაპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც კომპეტენცია დაადასტურეს, მაგრამ არა აქვთ სრულად საჭირო 19 კრედიტქულა, უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადასასვლელად. მისი თქმით, ასეთ მასწავლებლებს, განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ. მასწავლებელთა პროფკავშირის პრეზიდენტის განმარტებით, სამინისტრომ და მასწავლებელთა სახლმა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო.
ასევე იხილეთ: „პრაქტიკოსი მასწავლებლები საერთოდ დაკარგავენ პროფესიაში დარჩენის პერსპექტივას“ - რას სთავაზობს მასწავლებელთა პროფკავშირი სამინისტროს