2019-2020 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-სა და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის izrune.ge-ს მიერ გამოცხადებული ერთობლივი კონკურსი დასრულდა.
2019-2020 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავი ფოტოები etaloni.ge-ს „ფეისბუქის“ გვერდზე იყო განთავსებული.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და ასევე დასახელდნენ „ეტალონის“ და izrune.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფის რჩეულები.
10 ოქტომბრის მდგომარეობით, Facebook-ზე მოწონებების მიხედვით, პირველ ადგილზე გავიდა: თბილისის N71 საჯარო სკოლა:
თბილისის N71 საჯარო სკოლის II (დ) კლასის ფოტომ (დამრიგებელი ლიკა ხურცილავა) - 1200 მოწონება
თბილისის N71 საჯარი სკოლის I (ბ) კლასი (დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე) - 968 მოწონება
თბილისის N71 სკოლის IV (3) კლასი (დამრიგებელი ნინო ნემსიწვერიძე) - 555 მოწონება
მეორე ადგილი დაიმსახურა საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლის III კლასის ფოტომ (დამრიგებელი ია შეყლაშვილი) - 464 მოწონება
მესამე ადგილი მოიპოვა თბილისის N191 საჯარო სკოლის V (დ) კლასის ფოტომ (დამრიგებელი თამარ დავითაშვილი) - 283 მოწონება
etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეულები კი გახდნენ:
ქუთაისის N17 საჯარო სკოლის IV კლასი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის საჯარო სკოლის II კლასი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნახშირღელეს საჯარო სკოლის II კლასი (პედაგოგი ქეთი ჩუბინიძე)
izrune.ge-ს შემოქმედებითი გუნდის რჩეული კი გახდა:
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის I კლასი
გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.
საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა 16 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იყო შესაძლებელი.