მანდატურებისთვის ვაკანსიები გამოცხადდა - მოთხოვნები, რომლებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს
12-10-2019

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

კონკურსი გამოცხადდა 19 ვაკანტურ ადგილზე ქვემო ქართლში, აჭარაში, კახეთში და სამცხე-ჯავახეთში.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან;
  • ნასამართლობის არმქონეს;
  • სრული ზოგადი განათლებით - პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
  •  სახელმწიფო ენის მცოდნეს;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
დეტალებისთვის იხილეთ ბმული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203