მანანა რატიანი „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ სწავლის მსურველებს მიმართავს
12-10-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ სწავლის მსურველებს, სოციალური ქსელით მიმართავს. 

როგორც რატიანი განმარტავს, პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც სურვილი აქვს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში ასწავლოს.

„პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც აქვს სურვილი და მზაობა დასაქმდეს და ასწავლოს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.

ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე: tpdc.ge

მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს“, - წერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე. 

ასევე იხილეთ:

მასწავლებლობის მაძიებლებისა და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის უფასო მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

სახელმწიფო მასწავლებლობის მსურველებს უფასოდ მოამზადებს - განათლების სამინისტრომ ახალი პროგრამა წარადგინა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203