ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში ''რა? სად? როდის?'' სტილში გადაწყვეტილი ვიქტორინა ჩატარდა
12-05-2017

მოსწავლეთა სწრაფი აზროვნების ხელშეწყობის მიზნით, ქვედა სიმონეთის N2 სკოლაში რუსული ენის მასწავლებელმა ლარისა ტომარაძემ, ონლაინ ''ვიქტორინა - კონკურსი'' ჩაატარა.

კონკურსში VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ''რა? სად? როდის?'' სტილში გადაწყვეტილი აქტივობის მიზანი რუსული ენის გრამატიკის უკეთ შესწავლა იყო. მასწავლებლის მიერ შექმნილი ინტერნეტრესურსი მერვეკლასელთათვის სახალისო აღმოჩნდა. 

''მოსწავლეებმა ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ კონკურსში. ინდივიდუალურად შეძლეს შეთავაზებული ინტერაქტიული მოდულით სარგებლობა. გაარკვიეს ზმნის პირიანობა, არსებითი სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმები, სქესი და სხვა სახის სავარჯიშოები'' - აღნიშნა ლარისა ტომარაძემ.

ვიქტორინის გამარჯვებული მარიამ ქავთარაძე გახდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203