დამწყები პედაგოგების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით ვებინარები გაიმართება
15-10-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დამწყები პედაგოგების პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ვებინარების ციკლს იწყებს. თემატიკა დაკავშირებული იქნება, როგორც საგნობრივ, ასევე ზოგადპროფესიულ საკითხებთან.

„განმავითარებელი შეფასების“ ვებინარი 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაიწყება. ვებინარს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების ექსპერტი, მარიანა ხუნძაყიშვილი. ხანგრძლივობა - 1 საათი.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, საკმარისია გქონდეთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ყურსასმენები. ვებინარის მიმდინარეობისას თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაგზავნოთ კითხვები და/ან ჩაერთოთ დისკუსიაში.

17 ოქტომბერს ვებინარის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე უნდა გადახვიდეთ ბმულზე.

ბმულზე გადასვლის შემდეგ გაიხსენება ფანჯარა, საიდანაც შეძლებთ ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. 

იხილეთ ინსტრუქცია დეტალურად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203