ქვენობნის სკოლაში ჩატარებული პროექტის მიზანი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეული გაცნობა იყო
14-05-2017
ქვენობნის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი ''1840 წლის 15 ოქტომბრიდან დღემდე...''

პროექტის მიზანი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეული გაცნობა იყო. მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, წაიკითხეს მწერლის ბიოგრაფია და მოთხრობები, ნახეს კინოფილმი ''იავნანამ რა ჰქმნა?!'' პროექტის ბოლო აქტივობა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დაათვალიერება იყო.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ თინა შეშელიძე, ნინო რამიშვილი, რუსუდან ანთიძე ირინა კუტუბიძე, შუშანა კონცელიძე.​
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203