შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლის ოქტომბერში ჩატარებული პროფესიული უნარების საცდელი ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.იხილეთ ტესტირების შედეგები2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია სულ 26607 აპლიკანტმა გაირა. გამოცდები 2 ნოემბერს პროფესიული უნარებით დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 15 200-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 11 400-ზე მეტი კი მასწავლებლობის მსურველი.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
- მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
- ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
- მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდაზე 1, 4, 7 და 10 კრედიტის მისაღებად გადასალახმა ბარიერმა დაიწიამასწავლებელთა გამოცდის ტესტების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილიანოემბერში დანიშნული მასწავლებელთა გამოცდის მაქსიმალური და მინიმალური ქულები ცნობილია