ქვემო მახოს სკოლაში ლადო ასათიანი 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა
15-05-2017
ქვემო მახოს სკოლის V და VI  კლასის მოსწავლეებმა ლადო ასათიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გამართეს.

მოსწავლეებმა დამსწრეებს გააცნეს პოეტის ბიოგრაფია, ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი პირადი წერილები და ლექსები. 

ღონისძიება მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის დახმარებით მოამზადეს.
 
''ძალიან კმაყოფილები ვართ, საინტერესო პოეზიის საღამო გამოვიდა. სამომავლოდაც ვგეგმავთ მსგავსი ღონისძიებების მოწყობას'' -  აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

სკოლის ადმინისტრაციის თქმით, ყოველთვის შეუწყობენ ხელს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას:

''ღონისძიებამ როგორც მოსწავლეების, ასევე დამსწრეების მოწონება დაიმსახურა. ლექსების წაკითხვისას დარბაზში მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების სახეეებზე ლადო ასათიანის მიმართ დიდი სიყვარული და სითბო იგრძნობოდა. ყოველთვის მივესალმებით სკოლაში მსაგვის ღონისძიებების ჩატარებას''  - აღნიშნეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203